ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი ნაპოლი საკუთარ არენაზე ატალანტასთან განადგურდა და ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 9 ქულით ჩამორჩება.
იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და ზონაში მოხვედრა გუნდს ძალიან გაუჭირდება. იტალიური მედია ნაპოლის შანსებს მიზერულად მიიჩნევს და წერენ, რომ მომავალ წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს.
თუ კვარაცხელია სხვა კლუბში არ გადავა, მომავალ სეზონში ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიხილავთ.
შემდეგ შეხვედრას ნაპოლი მონცასთან გამართავს და ამ თამაშშიც საეჭვოა ითამაშებს თუ არა კვარა. კვარაცხელიას ტრავმის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და გაირკვევა შეძლებს თუ არა ქართველი მოედანზე დაბრუნებას მომდევნო ტურშივე.
როგორც ცნობილია, თავად კვარას თამაში სურს, თუმცა ტრავმის გართულების გამო ნაპოლის ექიმები ხვიჩას თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.