საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი დაასრულა. ქართველებმა ისტორიულ შედეგს მიაღწიეს და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში ითამაშეს.
საქართველოს ნაკრებისთვის განკუთვნილი 12.25 მილიონი ევროდან 9.25 მილიონი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის თანხაა, 500 000 – ჩეხეთთან ფრის, 1 მილიონი – პორტუგალიასთან მოგების და 1.5 მილიონი – მერვედფინალში გასვლის.
9,25 მილიონი ევრო – მონაწილეობისთვის.
1 მილიონი ევრო – მოგებისთვის.
500 000 ევრო – ფრისთვის.
1,5 მილიონი ევრო – მერვედფინალში გასვლისთვის.
2,5 მილიონი ევრო – მეოთხედფინალში გასვლისთვის.
4 მილიონი ევრო – ნახევარფინალში გასვლისთვის.
5 მილიონი ევრო – მეორე ადგილისთვის.
8 მილიონი ევრო – ჩემპიონობისთვის.
მაქსიმალური თანხა, რომელიც ევროპის ჩემპიონს შეუძლია მიიღოს, 28,25 მილიონი ევროა