სანელებლებით გაჯერებული მეგრული ცხარე აჯიკის რეცეპტი.

რეცეპტის აღწერა

თუ გსურთ აჯიკა ძალიან ცხარე გამოვიდეს, მაშინ 700 გრ წითელი მწარე წიწაკა და 300 გრ ბულგარული წიწაკა შეურიეთ.

რეცეპტის ინგრედიენტები

500   გრამი წითელი მწარე წიწაკა

500   გრამი წითელი ბულგარული წიწაკა

200   გრამი ოხრახუში

150   გრამი ნიახურის ფოთლები

150   გრამი რეჰანი

400   გრამი ნიორი

3   ს/კ უცხო სუნელი

3   ს/კ ქინძის სუნელი

3   ს/კ ყვითელი ყვავილი

2   ს/კ კამის სუნელი

50   გრამი მარილი, ან გემოვნებით

რეცეპტის მომზადების საფეხურები

1

წიწაკა და მწვანილები კარგად გარეცხეთ და ბოლომდე გააშრეთ.

2

მწარე წიწაკა და ბულგარული შუაზე გაჭერით და მოაშორეთ თესლი. გამოიყენეთ ხელთათმანები.

3

გაარჩიეთ ნიორი.

4

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ წიწაკები, ნიორი, ოხრახუში, ნიახური და რეჰანი.

5

გადაიტანეთ დიდ თასში და დაუმატეთ სანელებლები და მარილი.

6

გატარებული ინგრედიენტები ხელით კარგად აურიეთ. აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები.

7

მიირთვით ხორცთან ან სხვა კერძთან ერთად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *