ინგრედიენტები
- ფქვილი – 450 გ
- კარაქი – 250 გ
- არაჟანი – 200 გ
- კვერცხი – 1 ც
- მარილი
- გამაფხვიერებელი – 1 ჩკ
- კარაქი – 100 გ
- შაქარი – 200 გ
- ფქვილი – 200 გ
მომზადების წესი
ჯამში მოვათავსოთ კარაქი, ფქვილი და შევაზილოთ ერთმანეთს. დავუმატოთ არაჟანი და კვერცხი, მარილი, გამაფხვიერებელი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი.
დავასვენოთ ცომი და მოვამზადოთ გულსართი: შაქარი, კარაქი და ფქვილი კარგად გადავზილოთ ერთმანეთში. დროის გასვლის შემდეგ ცომს ვყოფთ 2 ნაწილად და ვაბრტყელებთ. ვუსვამთ კვერცხის ცილას, ვაყრით გულსართს და ვახვევთ როლად.ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და სასურველ ფორმებად დავჭრათ.
ვაცხობთ ღუმელში 170 გრადუსზე 20-25 წთ.
ძალიან გემრიელი ქადებიც მზად არის!