30 წლის გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მძინარეს მიაყენა. რის შემდეგაც მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. ქალი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დაიღუპა, მამაკაცს კი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მკვლელობა ვარკეთილში მოხდა. დანით მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით, 27 წლის ქალი კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, მას თითქმის მთელ სხეულზე ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობები და საოპერაციო ბლოკში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, კაცი ხშირად სვამდა, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა. თუმცა, დანაშაულის მოტივი უცნობია.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19- 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.