ინგრედიენტები
- პილპილის მარცვლები
- Brennan Lane – 1.00 ჩკ
- დაფნა
- ხახვი
- ნიორი
- სტაფილო
- ღორის თავ-ფეხი
მომზადების წესი
კარგად მოვხარშოთ ღორის თავ-ფეხი. მოხარშული ხორცი დავჭრათ წვრილად. ბულიონი გავწუროთ, გავაგრილოთ და მოვხადოთ ზედმეტი ცხიმი.
ბულიონში ჩავყაროთ დაჭრილი სტაფილო, ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, დაფნა, სუნელები (თითო ჩ/კ ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, წითელი დაფქვილი წიწაკა, პილპილის მარცვლები, გემოვნების მიხედვით) და ვხარშოთ, სანამ კარგად ჩაიხარშება.
ბოლოს ჩავასხათ წინასწარგამზადებული ჟელატინი, გადავანაწილოთ ჭურჭელში და გავაგრილოთ კარგად, გამყარებამდე.