„ჩვენს კულტურაში ცუდი არაფერია. შეხედეთ თანამედროვე საზოგადოებას – გოგონები უპასუხისმგებლოები არიან, ამიტომ ჩვენ მათ სოფელში უნდა ვასწავლოთ, როგორ დარჩნენ სწორ გზაზე, როგორ იყვნენ კარგი ცოლები, რომ ქმრები ბედნიერები იყვნენ და ოჯახში ცუდი არაფერი მოხდეს.” – ამბობდნენ მენტორები სიუჟეტში.
სოფლებში ხსნიან, რომ ამ რიტუალს იმის გამო აკეთებენ, რომ მათი ოჯახები და მთლიანად სოფელი წყევლას გადაურჩეს. გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ნაადრევი ქორწინება და ორსულობა ბუნებრივი მდგომარეობაა, მალავის მოსახლეობის 10% აივ ინფიცირებულია.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში 18 წლამდე ქორწინება აიკრძალა, სტატისტიკა მაინც საგანგაშოა. 15-19 წლის ასაკში გოგონები უკვე შვილებს აჩენენ და ოჯახურ ცხოვრებას განაგრძობენ.
მსგავსი წარმოუდგენელი ტრადიცია კიდევ არაერთ ქვეყანაშია. მათ შორისაა: ზამბია, უგანდა, ტანზანია, მოზამბიკი, ანგოლა, კონგო და სხვა.