BBC-ის ჟურნალისტი, ნიკ შერიდანი 32 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა – გავრცელებული ინფორმაციით, იგი სავარჯიშოდ იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. გარდაცვალების მიზეზად ანევრიზმა დასახელდა.
გარდაცვლილ კოლეგას პატივი მიაგეს BBC-ის ჟურნალისტებმა. წამყვანმა კონორ გილისმა თქვა: ”ნიკი გამორჩეულად ნიჭიერი მწერალი და ჟურნალისტი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ღირსეული, მხიარული და მოაზროვნე მეგობარი იყო.”
“აბსოლუტურად განადგურებული ვარ. მსოფლიომ დაკარგა არაჩვეულებრივი პიროვნება, ჟურნალისტიკამ კი დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანი. მიხარია, რომ მასთან ერთად მუშაობის სიამოვნება მქონდა. ყველას ძალიან მოგვენატრები, ნიკ” – განაცხადა შოტლანდიის The Nine-ის წამყვანმა, ემი აირონსმა.
“მასთან შეხვედრის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ საუკეთესო მეგობარი შევიძინე. ჩვენ შევიყვარეთ ჟურნალისტიკა, მუსიკალური თეატრი, ირლანდიური კულტურა და საკვები“ – დაწერა STV-ის წამყვანმა ემა კამერონმა.
ნიკ შერიდანი წარმოშობით ირლანდიიდან იყო. მუშაობდა RTE News2day-ში, ირლანდიის ახალი ამბების მაუწყებლობისთვის, მოგვიანებით გადავიდა გლაზგოში, სადაც მუშაობდა STV News-ში დაიწყო, შემდეგ BBC-ში გააგრძელა. ახალ ამბებზე მუშაობის პარალელურად, მან სამი წიგნი გამოსცა. წყარო