ბულგარელი ნათელმხილველის სახელით ცნობილი ვანგელია პანდევა გუშტეროვა, იგივე ვანგა, მის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მისი სახელი ყველამ იცის, მიუხედავად იმისა, აღიარებენ თუ არა ვანგას წინასწარმტყველების უნარს… და ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა – „მე რა ვიცი, ვანგა კი არ ვარ“.
ვანგა 1911-1996 წლებში ცხოვრობდა. 1987 წელს, ბულგარეთში ყოფნისას, მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა საქართველოს კარატესა და საბრძოლო ხელოვნებათა ლიდერს, კახა ბასილიას. მაშინ ის 23 წლის იყო. პირადი ცხოვრების და კარირის გარდა, ცნობილი ნათელმხილველი მას საქართველოს მომავალზეც ესაუბრა. აი, რა იხსნებს თავად კახა ბასილია:
„მითხრა, შენს ქვეყანას დიდი განსაცდელები, სისხლისღვრა, მსხვერპლი ელოდება, მაგრამ ოთხი მეფის შემდეგ აღმავლობას და აღორძინებას დაიწყებსო. მაშინ, 1987 წელს, ომსა და უბედურებას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ მომდევნო, 90-იანმა წლებმა ყველაფერი დაადასტურა.
მეფის ხსენებამაც გამაოცა. ვფიქრობ, ოთხ მეფეში ვანგამ ქვეყნის ოთხი მეთაური, ოთხი პრეზიდენტი იგულისხმა. დარწმუნებული ვარ, 2020 წლიდან საქართველოში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება, აღორძინების ეპოქა დაიწყება. ჩემი მიზნები, ოცნებები, ჩემი საქმიანობაც ხომ ჩემს ქვეყანასთანაა დაკავშირებული. ვანგამ ეს ფართო მასშტაბებში დაინახა. დიდი პროცესები დაიწყება“, – ამბობს ბასილია.
ეს ყველაფერი უბედურება რაც დაიწყო საქართველოში იყო 1991 წლის 21 დეკემბრიდან რომელიც გაგრძელდება ჯერ კიდევ 2024-მდე,ხოლო ვანგას წინასწარმეტყველება აღსდგება 2025-ში და საქართველო და ქართველი ერნი ვიქნებით დაცული უფლისაგან და ვივლით ერთადერთი წმინდა რწმენის-მართლმადიდებლობის გზით.