გადაცემა „სხვა ნანუკას“ სტუმარი ტიკტოკერი ნონა ვაშაყმაძე იყო, რომელმაც ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და 28 კილო დაიკლო.
ოპერაციის შემდეგ კი ის დიეტაზე არის, რისი წყალობითაც შეძლო და 28 კილო დაიკლო, როგორც ნონა გადაცემაში საუბრობს ექიმი მას დაჰპირდა, რომ 1 წელში 55 კილო იქნება.
„2 თვე-ნახევარში 28 კილოგრამი დავიკელი… ექიმმა მედიკამენტები გამომიწერა, ვსვამ… 3-4 ლუკმას ვჭამ, შემდეგ ვვარჯიშობ. ეზოში გავდივარ და კორპუსს 1-2 წრეს ვურტყამ. საღამოს, 7 საათზე ისევ 3-4 ლუკას მივირთმევ. შუადღისით – ხილს. სუნთქვა აღარ მიჭირს, უფრო სწრაფად დავდივარ. ექიმმა პირობა მომცა, რომ 55 კილოგრამზე ჩამოვალ. ძალიან ბედნიერი ვარ,“ – ამბობს ნონა ვაშაყმაძე