2018 წლის 18 აგვისტოს, 15 კვირის ორსული 34 წლის შენან უოტსი და მისი ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი გაუჩინარდნენ. ქალის მეგობრის თქმით, ისინი არც სახლში იყვნენ და ტელეფონსაც არ პასუხობდნენ. შენონის მეგობარმა მათი გაუჩინარების შესახებ პოლიციას შეატყობინა.
სახლის ჩხრეკისას ნაპოვნი იქნა შენანის ტელეფონი, მისი ჩანთა და მანქანა, რომელიც ეზოში ეყენა. მეორე დღეს დედა და ოგი ბავშვი დაკარგულებად გამოცხადდნენ და გამოძიებაც დაიწყო.
33 წლის კრის უოტსმა მეუღლისა და შვილების გაუჩინარებასთან დაკავშირებით ემოციური ინტერვიუ მისცა ტელევიზიას. ერთი შეხედვითაც კი ჩანდა, თუ რამდენად ჩართული იყო კაცი საქმის გამოძიებაში. მოგვიანებით კი ყველასთვის გასაკვირად, მან ცოლისა და ორი შვილის მკვლელობა აღიარა.
კრისი და შენანი 2012 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავდა – 2013 წელს დაბადებული ბელა და 2015 წელს დაბადებული სელესტი, იგივე სისი. ისინი ხშირად აქვეყნებდნენ სოციალურ მედიაში ბედნიერი ოჯახური ცხოვრების ამსახველ კადრებს. 2018 წლის ივნისში შენანმა Facebook-ზე ატვირთა ქმრის რეაქციის ვიდეო, როდესაც მან კრის გაუმხილა, რომ ფეხმძიმედ იყო. ქალი ბიჭს ელოდებოდა და მისთვის ნიკოს დარქმევას აპირებდა. სამწუხაროდ მათი ცხოვრება არც ისეთი ბედნიერი იყო, როგორც ეს ინტერნეტით ჩანდა.
შენანი და მისი ორი ქალიშვილი ჩრდილოეთ კაროლინაში წავიდნენ დასასვენებლად, სადაც ექვსი კვირა გაჩერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ქალი ხშირად უძღვნიდა მეუღლეს სასიყვარულო პოსტებს, კრისმა აღიარა, რომ მათი ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო, რის გამოც ორივე მათგანი ამ ექვს კვირას თვითგამორკვევისთვის იყენებდა.
კრისმა პარალელურად დაიწყო თანამშრომელთან, ნიკოლ კესინგერთან ურთიერთობა, რომელსაც უთხრა, რომ ცოლთან განშორების პროცესში იყო. შენანი ქმრის საქციელებმა დააეჭვა, თუმცა კაცი მას უმტკიცებდა, რომ მათ შორის ყველაფერი კარგად იყო.
თვის ბოლოს, კრისმა ოჯახს ჩრდილოეთ კაროლინაში ჩააკითხა. როგორც გაირკვა, წყვილს შორის დაძაბულობა ამ დროსაც იყო.
8 აგვისტოს შენანმა მეგობრებს უთხრა, რომ კრისს განქორწინება სურდა. მისი თქმით, კრისს მესამე შვილი არ უნდოდა და ის საკმაოდ გაცივდა ოჯახის მიმართ.
9 აგვისტოს შენანი მივლინებით არიზონაში გაემგზავრა. იქ ყოფნისას კი მეგობარს ის სასიყვარულო წერილი აჩვენა, რომლის გაგზავნასაც ქმრისთვის აპირებდა. სწორედ ამ დროს, კრისმა შვილებისთვის ძიძა დაიქირავა და მეგობარ ქალთან ერთად წავიდა პაემანზე.
13 აგვისტოს ქალი მივლინებიდან დაბრუნდა. ქალი სახლში სწორედ იმ მეგობარმა დატოვა, რომელმაც რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციას მისი გაუჩინარების შესახებ აცნობა.
კრისი თავდაპირველად მგლოვიარე ქმრის როლს ასრულებდა და ტელევიზიითაც კი მიმართავდა ცოლს, რომ სახლში დაბრუნებულიყო. კესინჯერმა (კრისის მეგობარმა ქალმა) კაცი ახალ ამბებში ნახა და მიხვდა, რომ ის მას განქორწინების შესახებ ატყუებდა. ქალი მაშინვე მივიდა პოლიციაში და აღიარა, რომ მასთან რომანი ჰქონდა.
კრისის დაკითხვის დროს გამომძიებლებმა გამოიყენეს პოლიგრაფი, რომელმაც აჩვენა, რომ კაცი ყველაფერს იტყუებოდა. დასკვნის გაგების შემდეგ, კაცმა შენონის მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, იმ ღამეს ცოლ-ქმარმა კვლავ იჩხუბა, რის გამოც, შურისძიების მიზნით შენანმა ქალიშვილები მოკლა. გაბრაზებულმა კრისმა კი ცოლს ასე გადაუხადა სამაგიერო.
მოგვიანებით, კრისმა შვილების მკვლელობაც აღიარა და პოლიციას მათი გვამების ადგილსამყოფელიც გაანდო. ცოლის მკვლელობის შემდეგ, კაცმა მცირეწლოვან ქალიშვილებს უთხრა, რომ დედა ავად იყო და საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. საავადმყოფოს მაგივრად, ისინი მოსახლეობისგან მოშორებულ ტერიტორიაზე წაიყვანა და სადაც ერთმანეთის მიყოლებით დაახრჩო.
მან შენანის ცხედარი დამარხა, ხოლო პატარა ბელასა და სისის ცხედრები ნავთობის ავზშებში ჩადო.
დღეს კრისი დოჯის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადო პატიმრობას იხდის. არაერთხელ გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მამაკაცი ციხიდანაც ურთიერთობს ნიკოლ კესინგერთან.