მოგეხსენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში ნაპოლი ატალანტასთან 3:0 განადგურდა.მატჩის შემდეგ ერთ-ერთ ნეაპოლურ გვერდზე გუნდის მიმართ არაერთი ნეგატიური კომენტარი დაიწერა.
“ეს გუნდი ნაგავია, რამდენიმე ფეხბურთელის გარდა ყველა უნდა წავიდეს”
“კვარაცხელიას გარეშე შეტევაში გუნდი ნოლია. ასეთი უსუსური ნაპოლი წლებია არ მინახავს”
“რასპადორი ძირითადში დააყენა კალცონამ და ვნახეთ რომ საერთოდ ვერ გამოიყენა შანსი. ოსიმენი ბევრს ცდილობდა, თუმცა კვარას გარეშე მასაც გაუჭირდა”
“კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ხვიჩა ნაპოლის ჯადოქარია და შეტევაში მის გარეშე არაფერი გამოსდით”
“ასეთ გუნდში ცოდონი არიან კვარა და ოსი. უნდა დატოვონ ნაპოლი, ან წესიერი და მაღალი დონის ფეხბურთელები მოუყვანონ” – წერენ იტალიელები კომენტარებს.
კვარა რომ ნაპოლის ბურჯია ოსიმენთან ერთად ეს ყველამ ვიცით. მხოლოდ გუნდის პრეზიდენტს რატომღაც ბოლომდე არ ჯერა კვარასი ან ვითომ არ სჯერა რათა ხელფასი არ გაიუზარდოს და მის ბიუჯეტს არ დააკლდათ მილიონები.