ბარსელონასთან“ მატჩში, ნაადრევად შეცვლასთან დაკავშირებული პროტესტის გამო, ნაპოლის პრეზიდენტი ხვიჩა კვარაცხელიას დასჯის. ამის შესახებ იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება.
როგორც Il Mattino წერს, საუბარია როგორც ფულად ჯარიმაზე, ისე 1 მატჩით სათადარიგოთა სკამზე გადაჯდომაზე.
მათივე ცნობით, კვარაცხელიას ქმედება არც აურელიო დე ლაურენტისს მოეწონა.
აქედან გამომდინარე არის შანსები, რომ კვარაცხელიამ „კალიარისთან“ მატჩი თადარიგიდან დაიწყოს. მატჩი 25 თებერვალს 18:00 საათზე დაიწყება.