ირაკლი კობახიძემ რუსეთთან მიმართებაში განცხადება გააკეთა,რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ ანტალიის ფორუმზე?

ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს რუსეთთან ურთიერთობაში – დაახლოებით 20% არის ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიისა რუსეთის მიერ და ამ პირობებშიც კი მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ, სავაჭრო ურთიერთობა გვაკავშირებს. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. ეს ხედვა მუშაობს, ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის ქვეყანა წინ“, – თქვა მან.

თარგმანი: „ტვ იმედი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *