ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა. მისი ვინაობა გორგასლის ოფისში რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
ბიძინა ივანიშვილმა ყველასთვის მოულოდნელად პრეზიდენტობის კანდიდატად “ხალხის ძალის” ლიდერი და ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
14 დეკემბერს “ოცნება” პრეზიდენტს აირჩევს, 29 დეკემბერს კი დანიშნული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.