ტრაგედიის ახალი დეტალები – აშშ-ში ვერტმფრენის ჩამოვარდნას კომპანია Siemens-ის ხელმძღვანელი, მისი მეუღლე და მათი 3 შვილი ემსხვერპლა

ნიუ-იორკში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულია პილოტი და ერთი ოჯახის 5 წევრი. მედიის ცნობით, შემთხვევას ემსხვერპლა ევროპული ტექნოლოგიური კომპანიის, Siemens-ესპანეთის აღმასრულებელი დირექტორი, მისი მეუღლე  და მათი 3 მცირეწლოვანი შვილი – 4, 5 და 11 წლის ბავშვები.

ოფიციალური წყაროების თანახმად, საჰაერო ტრანსპორტი ესპანელი ტურისტების ოჯახს ეკუთვნოდა.

ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად, დაწყებულია გამოძიება.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ვერტმფრენი წყალშია ჩაძირული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *