“იდი ნა*უი მეთქი რამდენჯერ გითხრა” – რა დაწერა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის გამოც ის კრიტიკის ობიექტი გახდა

მიხეილ სააკაშვილის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რილ პოსტს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სხვა ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

“შეც­დო­მაა ამ­დე­ნი ხალ­ხის ჩა­მოყ­ვა­ნა და გა­მარ­ჯვე­ბის გა­რე­შე უკან გაშ­ვე­ბა,“ – წერ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე.

თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ტუ­სი ჩა­ას­წო­რა და გან­მარ­ტა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში სხვა რა­მეს გუ­ლის­ხმობ­და: “შეც­დო­მაა ამ­დე­ნი ხალ­ხის გა­მოს­ვლა და გა­მარ­ჯვე­ბის გა­რე­შე უკან გაშ­ვე­ბა.

პ.ს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი სი­ტყვი­ე­რი და­ნა­ბა­რე­ბის არას­წო­რად და­პოსტვა მოხ­და და შე­სა­ბა­მი­სად ჩემ­მა ამ პოსტმა გა­მო­იწ­ვია დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი რე­აქ­ცია.

რა თქმა უნდა, ხალ­ხი სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­მო­დის და აპ­რო­ტეს­ტებს. ჩემი მი­ზა­ნი იყო, ხაზი გა­მეს­ვა შთამ­ბეჭ­და­ვი მსვლე­ლო­ბი­სათ­ვის და ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბის დად­გო­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სათ­ვის,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც გუ­შინ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ მას­შტა­ბურ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას ეხე­ბა.

აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლებ­მა პრო­ტეს­ტი ხო­რუ­მის ცეკ­ვით გა­მო­ხა­ტეს, რა­მაც საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა შექ­მნა.

რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბი­ან სა­ა­კაშ­ვი­ლის პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში?აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი უმე­ტეს­მა ნა­წილ­მა გაკ­რი­ტი­კა. ნა­წილ­მა კი და­წე­რა, რომ რად­გან “ფე­ის­ბუ­ქის“ ან­გა­რიშს უშუ­ა­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ აკონ­ტრო­ლებს, შე­საძ­ლოა გა­ურ­კვევ­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

“შეც­დო­მაა ამის და­წე­რა ახლა – ორი შეც­დო­მაა შიგ­ნით – ხალ­ხის ჩა­მოყ­ვა­ნა­ზე და გა­მარ­ჯვე­ბა რომ არ იყო გუ­შინ. ახლა ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში ხარ, რომ შეც­დო­მა­ზე მი­თი­თე­ბაც უხერ­ხუ­ლია, მეს­მის, მაგ­რამ სი­მარ­თლე ესაა, მიშა“, – წერს მიშა მშვილ­და­ძე კო­მენ­ტა­რებ­ში.

“ერ­თი­ა­ნო­ბა – ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის იგორ ნარ­მა­ნი­ას თქმით, “თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რი მსვლე­ლო­ბე­ბი, აქ­ცი­ე­ბი, არის სრუ­ლად თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი“.“რე­გი­ო­ნებ­ში ცალ­კე მსვლე­ლო­ბე­ბი იმარ­თე­ბა.

ეს პრო­ცე­სი სრუ­ლი­ად უმარ­თა­ვი, თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია და აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბით,“ – წერს იგორ ნარ­მა­ნია.

“იმე­დია ეს პოს­ტი მალე წა­იშ­ლე­ბა“ – სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მაც და­ა­ფიქ­სი­რა.

“კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია:“ვინც ამ პრო­ცესს ვერ გრძნობს, ვერ ხვდე­ბა რა ხდე­ბა, ვე­რა­ფერს მა­ტებს, ჯო­ბია გა­ჩუმ­დეს და არც არა­ფე­რი მო­აკ­ლოს.

ეჭ­ვი­ა­ნო­ბაა ამ პოს­ტის სა­ფუძ­ვე­ლი, დრო­ი­სა და კონ­ტექ­სტის ვერ აღ­ქმა. უბ­რა­ლოდ კარ­გია, რომ არა­ვის აინ­ტე­რე­სებს და ვერც პრო­ცესს და­ა­ზი­ა­ნებს,“ – აღ­ნიშ­ნავს ნიკა მე­ლია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *