მზად ვარ შევხვდე ბიძინა ივანიშვილს” – სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე. „ქართული ოცნება“ აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე – მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. დიდი დრო აღარ არის, მითუმეტეს, „ქართული ოცნება“ აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს, იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, შიგნიდან თუ გარედან, იმისათვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, რადგან ის არის ერთადერთი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ არ ჩამოიშალოს მისი სისტემა – სანამ მისი სისტემა მთლიანად ჩამოიშლება უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს ახალი არჩევნები, ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და ამას არ სჭირდება ბევრი ბჭობა, მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე, მე ვიცი, რომ გარედან ბევრი იქნებიან მზად, რომ ჩამოვიდნენ და მასზე ზეწოლა განახორციელონ. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უნდა დაინიშნოს სასწრაფოდ!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *