ბათუმში მომხდარ ავარიას 7 წლის ნიტა ბოლქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა, სკოლასთან, გზაზე გადადიოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს „ემიგრანტების არხის“ დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე.
„გარდაიცვალა 7 წლის ნიტა ბოლქვაძე, გლოვობს ჩემი ბათუმი.
თანაგიგრძნობთ, პირველ რიგში, დედ-მამას. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო… არ ვიცი, რას ამბობენ ასეთ დროს… თუ კი შეიძლება რამე ითქვას, საერთოდ…
ენით აუღწერელ ტკივილის განიცდის ოჯახი…
…კიდევ ერთი პატარა ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს…
შენს გამწარებულ დედიკოს და მამიკოს მხოლოდ შენი ფერად-ფერადი ფოტოები დარჩა სახსოვრად. სიტყვები უძლურია, ტკივილს სახელი არ აქვს…», – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
Thanks for your personal marvelous posting! I seriously enjoyed reading it, you can be
a great author. I will be sure to bookmark your blog and will come
back from now on. I want to encourage you continue your great work, have
a nice morning!