როგორც აღმოჩნდა, ადამიანთან 90% მაღაზიაში ნაყიდ უმ ქათამს მომზადებამდე რეცხავს. უნდა მოვიქცეთ თუ არა ასე?
უმ ქათამში დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიაა, ძირითადად კამპილობაქტერიები და სალმონელა – საჭმლით მოწამვლის ორი მთავარი მიზეზი. ამიტომ, ლოგიკურია, თუ ვიფიქრებთ, რომ მომზადებამდე ნაყიდი ქათამი აუცილებლად უნდა გავრეცხოთ.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის!
უმი ქათმის მომზადებამდე გარეცხვა ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების გავრცელებას როგორც ხორცის მთელ ზედაპირზე, ასევე ნიჟარაზე და მაგიდაზე.
ჯენიფერ კვინლანი, დრეკსელის უნივერსიტეტის მკვლევარი, მონაწილეობდა ამ თემასთან დაკავშირებულ კვლევაში, რომელიც ჩატარდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაკვეთით. კვინლანი აცხადებს, რომ გამოკითხვის მონაცემებით, მომხმარებელთა 90% რეცხავს ნაყიდ უმ ქათამს. მკვლევარი განმარტავს:
“ეს არ აშორებს ბაქტერიებს და არც სპობს მათ. სამაგიეროდ, არის რისკი ამ ბატერიების გავრცელების, რასაც აეროზოლიზაცია ეწოდება”.
ცოტა ხნის წინ აშშ-ს დეპატრამენტმა წამოიწყო კამპანია სახელწოდებით “კვებითი უსაფრთხოებს ოჯახში”, რომელიც აგებულია შემდეგ მოწოდებებზე:
– დაიცავით სისუფთავე. რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები და დაასუფთავეთ ზედაპირები.– დაყავით. არ დაუშვათ, რომ უმი ფრინველი და მისი წვენი შეეხოს სხვა პროდუქტებს.– მოამზადეთ ყურადღებით. მზა ფრინველის მინიმალური შინაგანი ტემპერატურა უნდა აღწევდეს 74 °C-ს (გაზომეთ სამზარეულოს თერმომეტრით).– გააგრილეთ. დროულად შედეთ ქათამი მაცივარში.
დრეკსელის უნივერსიტეტმაც წამოიწყო ანალოგიური კამპანია სახელწოდებით “არ გარეცხოთ ქათმები”. პროექტის მიზანია გადააჩვიოს ხალხი ამ მავნე ჩვევას. ზემოჩამოთვლილი ბაქტერიებით დაბინძურებული საკვების მოხმარებამ შეიძლება მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს – და ეს კიდევ არ არის ყველაზე საშიში ვარიანტი.
სალმონელათი დაბინძურებული საკვების მიღებით ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დიარეა, ცხელება, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა და ღებინება. მოწამვლის უმეტესობა ორიოდე დღეში გავილის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში იწყება გართულებები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ლეტალური შედეგებიც ახლავს.
დიარეას იწვევს საკვებში კამპილობაქტერიებიც. მათ შეუძლიათ ადამიანის მწყობრიდან გამოყვანა მთელი 10 დღის მანძილზე და იწვევენ ძალიან ძლეირ ტკივილს მუცლის არეში. კამპილობაქტერიით მოწამვლასაც შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი შედეგები: კუნთების დასუსტება, ნერვულის სისტემის დაზიანება, ართრიტი და გიიენ-ბარის სინდრომი.
კვინლანის თქმით, უმი ქათმის გარეცხვა არ ღირს ამგვარ რისკად: “ზოგს ჰგონია, რომ გარეცხვით მიკრობებს აშორებენ. ზოგიერთს ჰგონია, რომ ნაყიდი პროდუქტი ჭუჭყიანია და ასე ასუფთავებს, ზოგს კი უბრალოდ ჩვევა აქვს, მექანიკური რეფლექსი – “ყველაფერი უმი გაირეცხოს.”
დაბოლოს კიდევ ერთი რჩევა: მზა ქათმის ხორცი აუცილებლად უნდა შევინახოთ თავდახურულ ჭურჭელში და მაცივარში: ოთახის ტემპერატურაზე ყოველთვის არის დაბინძურების რისკი.