მექსიკელი ინფლუენსერი და მისი მეგობარი ბიჭი მექსიკაში სპორტდარბაზის წინ მანქანაში ჩაცხრილეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს შეიარაღებული პირი, რომელიც ცეცხლს უხსნის წყვილს.
ვიელკა პულიდო და მისი პარტნიორი ჯოელ აბრაამ ჩავესი ადგილზე მოკლეს.
მექსიკის ქალაქ პუებლას პოლიცია ეჭვობს, რომ სროლის სამიზნე, შესაძლოა, ვიელკას მეგობარი ბიჭი ყოფილიყო.ინციდენტი გუშინ დილით მოხდა.