თბილისი-მოსკოვის რეისზე, 30 მარტს, ერთ-ერთმა მგზავრმა ფრენის დროს სტრიპტიზი იცეკვა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხი Mash ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ქალი ჯერ გვერდზე მჯდომს აწუხებდა, შემდეგ კი გახდა დაიწყო, რის გამოც მის გვერდით მჯდომს დროებით ბორტგამცილებლების ოთახში გადაჯდომა მოუწია.
თვითმხილველების თქმით, ქალმა ფრენამდე დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო და ფრენის დაწყების შემდეგ არაადეკვატური ქცევა დაიწყო. ბორტგამცილებლები მის დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდნენ.მოსკოვში ჩაფრენისთანავე ქალს პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და განყოფილებაში გადაიყვანეს.