ყველაზე ცხელი და სექსუალური პოლიტიკოსები. 

ერთი შეხედვით, მსოფლიო პოლიტიკა და სექსუალობა ორი სრულიად შეუთავსებელი რამაა, თუმცა ეს ქალბატონები საკუთარ მაგალითზე ამტკიცებენ რომ მიმზიდველობა და ქალურობა შეიძლება მკაცრი სტილის პიჯაკში გამოწყობილმაც კი არ დაკარგო. მოდით, თვალი გადავავლოთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალ პოლიტიკოსებს, რომლებიც თავისი მომხიბვლელობითა და ქარიზმით ფორას ნებისმიერ ახალგაზრდას მისცემენ.

image
image

ლიბანელი პოლიტიკოსი სეტრიდა ჯააჯა, 56 წლის, 2005 წლიდან მოყოლებული სეტრიდა ჯააჯა ლიბანის პარლამენტის წევრია. ჯააჯა ლიბანური ნაციონალიზმის და ქრისტიანული დემოკრატიის, ანტიისლამისტური და ანტიკომუნისტური პოზიციების აქტიური დამცველია. 2014 წელს ის მსოფლიოს ოცდაათ ყველაზე სექსუალურ ქალ პოლიტიკოსთა რეიტინგში იქნა შეყვანილი.

image
image
image

მეფე აბდულა II-ის მშვენიერი მეუღლე, იორდანიის დედოფალი, რანია ალ-აბდულა, 53 წლის

image
image
image

ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, 55 წლის. შეგახსენებთ, რომ ის გახლდათ ხორვატიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი. ხორვატიელი დიპლომატი 2011-2014 წწ. იყო ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში. 2008-2011 წლებში იკავებდა ამერიკაში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს. 2005-2008 წლებში იყო ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი, 2003-2005 წლებში კი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს ევროპის საქმეთა მინისტრის პორთველიც ებარა.

image
image
image

34 წლის ამერიკელი პოლიტიკოსი, ალექსანდრა ოკასიო-კორტეზი. 2018 წლის 26 ივნისს, ოკასიო-კორტესმა გამარჯვება მოიპოვა დემოკრატიული პარტიის ნიუ-იორკის მე-14 საარჩევნო ოლქის პრაიმერიზში, რომელიც ნიუ-იორკის ბრონქსისა და კუინზის ნაწილს აერთიანებს. პრაიმერიზში დაამარცხა მოქმედი კონგრესმენი ჯოზეფ კროული და 2018 წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე გაიმარჯვა. ოკასიო-კორტესი ამერიკის დემოკრატიული სოციალისტების წევრია. 29 წლის ასაკში, ოკასიო-კორტესი ყველაზე ახალგაზრდა ქალი გახდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრად აირჩიეს.

image
image
image

64 წლის მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი, ყატარის ემირის, შეიხ ხამად ბენ ხალიფ-ალ-ტანის მეუღლე, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე

image
image
image

47 წლის იტალიელი პოლიტიკოსი, მარა კარფანია, 2006 წელს პარტია “Forza Italia”-დან არჩეული იქნა იტალიის დეპუტატთა პალატაში, ხოლო 2008 წლის 8 მაისს სილვიო ბერლუსკონის მინისტრთა კაბინეტშიც მოხვდა. მარა კარფანია 2021-2022 წლებში სამხრეთ იტალიისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.

image
image
image

44 წლის ბერძენი პოლიტიკოსი და ევროპის პარლამენტის წევრი ევა კაილი, ევა პარლამენტის წევრობის გარდა, ასევე ბერძნული ტელეარხის “MEGA Channel”-ის სატელევიზიო ახალი ამბების წამყვანიც გახლდათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *