“საჯაროდ ვიხდი ბოდიშს”- თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს

თეა დარ­ჩია მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება და მისი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციის გამო ბო­დიშს იხ­დის.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კა მისი მხრი­დან ახა­ლი წლის ღა­მეს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა. 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს მო­ცეკ­ვა­ვე ხალ­ხთან ერ­თად ახალ წელს რუს­თა­ველ­ზე აღ­ნიშ­ნავ­და, რო­დე­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რის“ ჟურ­ნა­ლის­ტთან გა­ნა­ცხა­და:

“ასე არ გამ­ხა­რე­ბია ახა­ლი წელი არა­სო­დეს. ყო­ველ­თვის ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, რომ სუფ­რას­თან ვმჯდა­რი­ყა­ვი და მეს­მი­ნა ქარ­თვე­ლე­ბის კნა­ვი­ლის­თვის. აი, სიმ­ღე­რე­ბი რაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბი, წლე­ბი ვის­მენთ, მოკ­ლედ, არ მომ­წონ­და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა”.

მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დარ­ჩი­ას კო­მენ­ტა­რი ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია, მო­ცეკ­ვა­ვეს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. ახლა ამ­ბობს, რომ სა­გა­ლო­ბე­ლი და ფოლკ­ლო­რი არ უგუ­ლის­ხმია.

“სათ­ქმე­ლის არას­წო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბის­თვის, სა­ჯა­როდ ვიხ­დი ბო­დიშს. ნათ­ქვამ­ში არც სა­გა­ლობ­ლე­ბი და არც ფოლკ­ლო­რი არ მო­ი­აზ­რე­ბო­და”, – წერს თეა დარ­ჩია.

2 thoughts on ““საჯაროდ ვიხდი ბოდიშს”- თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს

  1. ქართული გვერდი რაის ფოლკლორი, რეის საგალობელი? ყანწი თუ იგულისხმე? ან სიკეთის სადღეგრძელო? მშვიდობის? წასულების მოგონების? ყველა ჭეშმარიტი ადამიანის? საქართველოს გაბრწყინების? აიდოსტი? ეს ხომ კულტურაა, საქართველოს კულტურული მომაპოვარი, უნიკალური პროგრესული ტრადიციაა – მოქმედებაში, რომელმაც დღემდე მოაღწია, განვითარდა, მსოფლიო მოიცვა (რადგან სუფრის და თამადის – ღვინის ტრადიცია საქართველოდან გავიდა მსოფლიოში- რაც საერთაშორისოდ დადასტურებული ფაქტია!) და ვითარდება XXI საუკუნეშიც, აი ამისთვის თუ იხდი ბოდიშს მაშინ შენთან ალავერდს და 2025 წელს გილოცავ სულით და გულით, და ამით ყველა შემცდარ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც მიხვდა რომ შეცდა – გამომსწორებლებს მრავალჟამიერი! ✌ 2025🖕😘🥰

  2. ქართულ პოლიფონიას კნავილთან რა კავშირი აქვს ვერ ვხვდები, მართლა არ მესმის. შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო, რაც გვაქვს, იმას არ ვაფასებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *