ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის რეაქტიულმა ძრავამ ადამიანი ჩაითრია და მოკლა. KLM Cityhopper-ის თვითმფრინავი ამსტერდამიდან დანიის ქალაქ ბილუნდში გასაფრენად ემზადებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას guardian-ი ავრცელებს.
ნიდერლანდების ყველაზე დიდი აეროპორტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სასაზღვრო პოლიციის თქმით, გამოძიება დაწყებულია. ჯერჯერობით ცნობილი არაა მომხდარი უბედური შემთხვევაა თუ თვითმკვლელობა. დაღუპულის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის.
სხვადასხვა ადგილობრივი მედიასაშუალება ვარაუდობს, რომ დაღუპული შეიძლება ყოფილიყო აეროპორტის თანამშრომელი, რომელიც თვითმფრინავს აფრენამდე უკან დახევაში ეხმარებოდა.