POSTV-ის იუმორისტული გადაცემას “ნიკოს შოუს” ახალი წევრი ჰყავს. “ნიკოს ბენდის” სოლისტი ანანო სამხარაძე გახდა. როგორც გაირკვა, ბენდის სოლისტი მანუ მურღულია არხიდან წავიდა.
ამ თემაზე AMBEBI.GE-სთან კომენტარი “ნიკოს შოუს” ხელმძღვანელმა და გადაცემის წამყვანმა ნიკო ნანიტაშვილმა გააკეთა
– როგორც ცნობილია, “ნიკოს ბენდს” ახალი წევრი ჰყავს, ანანო სამხარაძე. ვინ არის ეს გოგონა?
– კარგი გოგონაა, საჩხერელი გალავთ. ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია, რომელიც თამაშობს ქართულ ლიგას, ე.წ. მანსანკანს, მღერის. მის შესახებ ქართული ლიგიდან გახდა ჩვენთვის ცნობილი, 2-3 სეზონია იქ თამაშობს და იქიდან მოხვდა “ნიკოს ბენდში”.
აქამდე მასთან გადაკვეთა არ მქონია, მხოლოდ რამდენიმეჯერ შევხვდი, ვიცი, რომ არის ნიჭიერი გოგონა. დანარჩენი გამოჩნდება შოუში, რა და როგორ იქნება. დღეს ეთერში უკვე მეორე გადაცემა გადის.
– “ნიკოს ბენდის” წევრი მანუ მურღულია გუნდიდან წავიდა?
– მისი წასვლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. სამწუხაროა, რომ ის ბენდიდან წავიდა. ყოველ შემთხვევაში არავითარი ჩხუბი, კამათი არ მომხდარა ძალიან მშვიდად წავიდა
ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “რუსული კანონის” წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მომღერალს და ტელეწამყვანს ირმა სოხაძეს “პოსტვზე” გადაცემა დაუხურეს. სწორედ მასთან ერთად მიჰყავდა აღნიშნული გადაცემა მანუ მურღულიას.
“გადაცემა გავაჩერეთ. ეს საერთო აზრია, ხოლო დავხურავთ თუ არა, გაირკვევა. საერთოდ არ არის სწორი ფორმულირება, რომ დამიხურეს გადაცემა.
მით უმეტეს ჩემი კომენტარისა თუ ინტერვიუს გამო?! არავის არაფერი დაუხურავს, საყვედურიც არავის უთქვამს.
ასე რომ, გავაჩერეთ გადაცემა. ახლა ასეთი მდგომარეობაა. განუსაზღვრელი დროით გავაჩერეთ და გადავწყვეტთ, გავაახლებთ, სხვას გავაკეთებთ, თუ, წამოვალ მაგ არხიდან. ვნახოთ, შევხედავთ მოვლენების განვითარებას” – თქვა მაშინ სოხაძემ საკითხის კომენტირებისას.
წყარო: ambebi.ge