თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში გადარჩენილი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
20 წლამდე გოგო კლინიკა “თერჯოლამედშია“ გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მას საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
დამატებით კომენტარს მედიკოსები ამ დროისთვის არ აკეთებენ. ის ერთ-ერთია ოთხი ადამიანიდან, რომელიც მდინარეში მეგობრების დასახმარებლად შევიდა. მისი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.
ოთხი ადამიანი, მათ შორის, სამი სკოლის მოსწავლე და ასაკოვანი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.