რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი. მამინაცვალს 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბავშვის დედა პირადად ეხმარებოდა. მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობელმა პოლიციაში დარეკა, რადგან სახლიდან ყვირილის ხმა ისმოდა. როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა სახლიდან ხმაური ისმოდა და მეზობლებს იქიდან ბავშვის ტირილის ხმა სხვა დროსაც გაუგიათ.გამოძიებით დადგინდა, რომ 33 წლის მამინაცვალი მოზარდს სისტემატურად აუპატიურებდა, მათ შორის, დედის თანდასწრებით.ბრალდებულ ქალს გუშინ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება მოძალადე მამინაცვალს, მას 19 წლიანი პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდეს, თუმცა პედოფილიაში მხილებულ კაცს მალე ბრალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაუმძიმებენ, ამჯერად, ტრეფიკინგის მუხლით.”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი და და-ძმის ინტერესების დამცველი თამუნა გაბოძე “რადიო თავისუფლებას” უყვება, რომ დაზარალებულმა გოგონამ და მისმა ძმამ ბრალდებული კაცის წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოს 2023 წლის მაისში მისცეს.ადვოკატი იხსენებს, რომ იმ დღეს სასამართლო დარბაზში არავინ დარჩენილა გულგრილი იმ ამბის მიმართ, რაც იქ მოისმინეს:”ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილება ჩემს პრაქტიკაში. ბრალდებულის ადვოკატი, მოსამართლე, მდივანი, პროკურორი… არავინ იყო ემოციებისგან თავისუფალი. ბავშვების მონათხრობი უმძიმესი მოსასმენი იყო ყველასთვის – როგორ აუპატიურებდა ბავშვს კაცი და როგორ უწევდა დედა ტელევიზორს ხმას ამ დროს. ან როგორ შეჰყავდა მოძალადეს აბაზანაში ბავშვი და ამის საშუალებას მას დედა აძლევდა” – ამბობს გაბოძე.გოგო, რომელსაც 35 წლამდე კაცი სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა, ახლა 12 წლისაა. მისი ძმა 11-ის. ბავშვები მინდობით აღმზრდელის ოჯახში ცხოვრობენ.
რად უნდა სასამართლო, მოკალით ეგ ურჯულო და ბავშვის დედაც მიაყოლეთ. წლების შემდეგ გამოვა და უარეს იზავს!
მოკვდეს დედა