ინდოეთში, გუჯარათის შტატში საოჯახო გასართობ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ბოლო ცნობებით, 27-ს მიაღწია.
დაღუპულთა შორის, რამდენიმე ბავშვია.
„დაღუპულთა ცხედრები ისეა დამწვარი, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელია. იდენტიფიკაციის პროცესი ძალიან რთული იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის უფროსმა ოფიცერმა, რადხიკ ბჰარაიმ.
როგორც BBC წერს, სამაშველო ჯგუფები შიშობენ, რომ ნანგრევებს ქვეშ კიდევ რამდენიმე მსხვერპლი იყოს მოყოლილი.
ხანძარი შენობაში შაბათს, შუადღის საათებში გაჩნდა, როდესაც გასართობ ცენტრში ბავშვები და ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი.