როგორ დასაჯეს გოგონა, რომელსაც ქორწინების გარეშე სექსი ჰქონდა (ფოტოები) 

ინდონეზიის ქალაქ ბანდა-აჩეხში გოგონა სახალხოდ დასაჯეს იმის გამო, რომ ქორწინების გარეშე სექსი ჰქონდა. შარიათის წესების მიხედვით ამგვარი მოქმედება სასტიკად არის აკრძალული. ამ წესის დარღვევისთვის გოგონა მოედანზე გამოიყვანეს, მუხლებზე დააჩოქეს და სახეზე ნიღაბაფარებულმა “ჯალათმა” ჯოხით სცემა. ფოტოზე აშკარად ჩანს, როგორი მტკივნეულია დარტყმები, რადგან ახალგაზრდა ქალი სიმწრით კბილებს უჭერს თავსაბურავს. სასჯელის აღსრულების შემდეგ გულწასული “დამნაშავე” საკაცით გაიყვანეს.

image
image
image
image

იმავე დღეს იგივე “დანაშაულისთვის” კიდევ ორი მამაკაცი დასაჯეს. სასჯელის აღსრულებას არც იმან შეუშლა ხელი, რომ ერთ-ერთი “დამნაშავე” ყავარჯნებზე იდგა.

image
image

გასულ წელს ბანდა-აჩეხში ქალებს აეკრძალათ საღამოს 11 საათის შემდეგ გასართობ ცენტრებში სიარული ოჯახის წევრის (მამაკაცის) თანხლების გარეშე.

2015 წელს ბანდა-აჩეხში მიღებული იქნა გადაწყვეტილება სკოლაში გოგონებისა და ბიჭების ცალ-ცალკე სწავლების შესახებ. ასევე აეკრძალათ ქალებს მოტოციკლზე გადაჯდომა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *