პრინცი” კუზბასიდან თეთრ ცხენზე ამხედრდა ბინაში საყვარელთან შერიგების მიზნით.
კემეროვოს რაიონში მამაკაცი სახლში მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში თეთრ ცხენზე ამხედრებული შევიდა. ამ ორიგინალური გზით მან გადაწყვიტა, ცოლისთვის მოახლოებული 8 მარტი მიელოცა და ამავდროულად, მორიგი ჩხუბის შემდეგ შემოერიგებინა, წერს SHOT.
ყველაფერი ქალაქ ოსინნიკში მოხდა. მამაკაცი ადრე მუშაობდა ადგილობრივ ფერმაში, საიდანაც გადაწყვიტა ცხენის წაყვანა, რათა სახლში ღამის სამ საათზე დაბრუნებულიყო. ცოლ-შვილს ამ დროს უკვე ეძინა, მაგრამ კიბეზე ჩლიქების ხმაურმა არა მარტო ისინი, მეზობლებიც გააღვიძა. შედეგად, ცხენი ოთახში იდგა თითქმის ორი საათის განმავლობაში.
“აი, გოგოებო, ჩვენთვის 8 მარტი მოვიდა, აქ არის ცხენი ჩემს სახლში, ჩემმა ქმარმა მომილოცა 8 მარტი”, – აზიარებს ქალი სოციალურ ქსელში.
როდესაც ნაქირავები ბინის მფლობელმა ამ ინციდენტის შესახებ შეიტყო, მხოლოდ ქალსა და ბავშვს მისცა დარჩენის უფლება. ქალმა SHOT-თან საუბარში აღიარა, რომ ქმარს აპატია და ახლა ოჯახი ახალ საცხოვრებელს ეძებს. საქმით პოლიციაც დაინტერესდა, სადაც “პრინცი” ახლა ჩვენებას აძლევს.