როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “იუვენტუსის” წინააღმდეგ გოლი გაიტანა.
გავლენიანი გამოცემა Whoscored-ის ვერსიით ხვიჩა კვარაცხელია ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
23 წლის ქართველმა გარემარბმა 7.9 შეფასება დაიმსახურა, რაც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ცნობისთვის, ხვიჩას მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.