ცნობილი ბიზნესმენი გარდაიცვალა

ტურისტული კომპანია “კავკასუს თრეველის” დამფუძნებელი საბა კიკნაძე გარდაიცვალა.საბა კიკნაძე 1960 წელს სამტრედიაში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, რის შემდეგაც “ქალაქპროექტში” არქიტექტორად დაიწყო მუშაობა. შემდეგ კი ძალები ბიზნესში მოსინჯა და 1987 წელს არქიტექტურისა და დიზაინის კომპანია დააარსა.1989 წლიდან მუშაობა ტურიზმის სფეროში გააგრძელა. 1991 წელს დააფუძნა ტურისტული კომპანია “კავკასუს თრეველი”.2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.2008 წელს კი ჩამოაყალიბა ჰოლდინგური ტიპის კომპანია, რომელშიც შევიდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის შპს “კავკასუს თრეველი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *