იტალიაში, ქართველმა ქართველი მოკლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოკლულია 49 წლის პავლე შუბითიძე.
ქართველის მკვლელობის საქმეზე, ადგილობრივმა პოლიციამ ოლეგი ჭუჭულაშვილი დააკავა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ საღამოს 19 საათზე ორ პირს შორის დაიწყო ფიზიკურ დაპირისპირება, რის შედეგადაც ერთ-ერთი ცუდად გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
კონფლიქტის წარმოშობისა და მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.მკვლელობა 2 მარტს, სალერნოს რეგიონში მოხდა.