წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯგალში, მუხურის კვეთაზე, ზუმის მხრიდან ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, წალენჯიხის მერის მოადგილე ავრცელებს.
თამარ ბელქანიას ცნობით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
„სახანძრო სამაშველო მანქანა მისასვლელ გზებს ეძებს. სამწუხაროდ სახანძრო მანქანა ლოკაციამდე ვერ მიდის. მობილიზებულია ასამდე მეხანძრე. დაახლოებით ცეცხლი ათ ჰექტარზეა მოდებული. დეტალებს ვაზუსტებთ და მოგაწვდით ინფორმაციას. სავარაუდოდ ხანძრის მიზეზი, მოქალაქის მხრიდან დაუდევრობა გახდა“, – აცხადებს მერის მოადგილე.