დღეს ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე ვიხილეთ – UFC-ს ისტორიაში პირველად წონითი კატეგორიის ჩემპიონი ქართველი ილია თოფურია გახდა, ხოლო მერაბ დვალიშვილი ამ მიღწევასთან 1 ნაბიჯშია.დვალიშვილმა ლეგენდალური ამერიკელი სპორტსმენი ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით 3 რაუნდში დაამარცხა, ხოლო მთელი ბრძოლის განმავლობაში საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა.UFC-ს გენერალურმა დირექტორმა დანა ვაითმა დაადასტურა, რომ დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა სწორედ საჩემპიონო იქნება – ის შონ ომალისა და ჩიტო ვერას გამარჯვებულს შეხვდება და შანსს მიიღებს, ქამარს დაეუფლოს.ეს ისტორია განსაკუთრებულია კიდევ 1 ფაქტორის გამო – დასაფასებელია, თუ რა გზა გამოიარა დვალიშვილმა იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყო. სოციალურ ქსელში უკვე არაერთი ფოტო გავრცელდა, რომელშიც წლების წინ მერაბი დილის საათებში მშენებლობაზე მუშაობდა, ხოლო ვარჯიშს მხოლოდ საღამოობით ახერხებდა. დვალიშვილმა კარიერის დიდი ნაწილი მშენებლობაზე მუშაობის პარალელურად გაატარა, ხოლო ახლა UFC-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლაივა.
Related Posts
შეიცვლება თუ არა საქართველო – თურქეთის მატჩის შედეგი?
- tony
- ივნისი 19, 2024
- 0
თურქეთი – საქართველოს მატჩში მაისურისა და შორტის ნომრის ცვლილების გამო სამეთ აკაიდინსა და თურქეთის ნაკრებს […]
ფასი 1000 ლარიდან იწყება – როგორ გაიყიდება საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთები
- tony
- მარტი 29, 2024
- 0
UEFA-მ საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია უკვე განათავსა. „გილოცავ, საქართველო! […]
საუკეთესო,რა შეფასება მიიღო ხვიჩამ იუვენტუსის წინააღმდეგ.
- tony
- მარტი 4, 2024
- 0
სერია ა-ს 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ნაპოლისა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის “დიეგო არმანდო მარადონაზე” მასპინძლის […]