თბილისში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს უყვებიან, დაჭრილმა დახმარება თავად ითხოვა. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭს ჭრილობები მუცლის ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.
როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.