გუშინ საფრანგეთში, პარიზში, ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა – სასტუმრო “შატლემ” “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა. ქართველების ყურადღება კი ამ საღამოს ახალგაზრდა ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი მეუღლის, ნიცა თავაძისკენ იყო მიპყრობილი.
ქართველმა ფეხბურთელმა, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, არჩევანი ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე შეაჩერა. ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს კი Alex Perry-ის შავი სადა კაბა ეცვა. მათ ზედმეტი პომპეზურობის გარეშე მოახერხეს, რომ იდეალურად წარმდგარიყვნენ ათასობით მაყურებლისა და გულშემატკივრის წინაშე.