საოცრად გემრიელი გუფთა ტომატით – მკითხველის რეცეპტი

რეცეპტი: თამუნა დანელია

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი – 500 გ
  • ღორის ხორცი – 200 გ
  • ხახვი – 3 თავი
  • ნიორი – 4 კბილი
  • ქინძი
  • ოხრახუში
  • კვერცხი – 1 ცალი
  • მარილი და წიწაკა
  • ბრინჯი
  • ტომატ-პასტა – 1 სკ
  • კამა – 2 ღერი

მომზადების წესი

500 გ. საქონლის და 200 გ. ღორის ხორცს გატარებულს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, 1 კვერცხი. მარილი და წიწაკა გემოვნებით. ცოტა ბრინჯი. გადავზილოთ კარგად რომ შეიკრას. 1 თავი ხახვი დავჭრათ მოვშუშოთ ცხიმში. დავუმატოთ მდუღარე წყალი და ჩავყაროთ ფარშისგან გამზადებული ბურთები. 1 სკ. ტომატ-პასტა, ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ორი ღერი კამა და ნიორი. მარილი და წიწაკა გემოვნებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *