აშშ-ში მამაკაცს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მისი შვილის მოწამვლის გამო. საქმე ისაა, რომ კაცმა დედის რძის ანტიფრიზით მოწამვლა სცადა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც ცნობილია, დედა ბავშვის გაჩენის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა, ბავშვს კი ბებია უვლიდა. კაცმა რძის ბოთლში ანტიფრიზი შეურია. ახალშობილი ერთ დღეში „კრიტიკულად ავად გახდა“.
ბავშვმა, რომელიც მაშინ სულ რაღაც 18 დღის იყო, „სერიოზული დაზიანებები“ მიიღო.
შემდეგ იგი გადაიყვანეს ადგილობრივ ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც მას დადებითი ტესტი დაუდგინდა ეთილენგლიკოლზე – „ქიმიკატზე, რომელიც ხშირად გვხვდება ავტომობილების ანტიფრიზში”, – აცხადებდნენ პოლიციაში.
მოგვიანებით ჯეკმა აღიარა, რომ დედის რძეში ანტიფრიზი დაუმატა.
პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ ჯეკი და ბავშვის დედა „ინტიმურ ურთიერთობაში“ იმყოფებოდნენ 2020 წლის იანვრიდან. ამ ხნის განმავლობაში ჯეკი ქალს არწმუნებდა, რომ ორსულობა შეეწყვიტა, თუმცა მან ეს არ გააკეთა. 11 აპრილს, ჯეკს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შემთხვევა 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს მოხდა. ბავშვი ახლა უკვე 3 წლის გახლავთ.