“დიდი მწუხარებით გაცნობებთ, მამამ სული სამყაროს შემოქმედს მიაბარა” – წერს მომღერლის, კაკული გურიელაშვილის ვაჟი, მიშელ გურიელაშვილი.
59 წლის მომღერალი ბოლო წლები მძიმე სენს ებრძოდა. თუმცა, როგორც მუსიკალური პროდიუსერი, გია გოგორიშვილი “პრაიმტაიმთან” საუბარში ამბობს, ავადმყოფობას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ კონცერტებში მონაწილეობა მიეღო.
გია გოგორიშვილი: კაკულიმ იავადმყოფა. მძიმე სენს ებრძოდა, წონაში საგრძნობლად დაიკლო. თუმცა, იმედი გვქონდა მაინც, მაგრამ… ისე მედგრად იყო, ტკივილებს ებრძოდა ვაჟკაცურად. ტკივილებით კონცერტებზეც გამოდიოდა.
ბოლო წელიწად-ნახევარი განსაკუთრებით დიდ ბრძოლაში იყო სენთან და ტკივილებთან, მაგრამ გასტროლებზე დადიოდა.
დაახლოებით ერთი წლის წინ იყო საქართველოში, ზუსტად არ მახსოვს, ნიკა არაბიძესთან იყო, თუ ვანო ჯავახიშვილთან.
კაკული და მერაბ სეფაშვილი ძმებივით იყვნენ. განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდათ. ცუდად რომ იყო, მერაბი ორი კვირის წინ ჩასული იყო სანახავად.
მხიარული, სიცოცხლის მოყვარული კაცი იყო. არ იცით, ისრაელში ჩასულებს როგორ პატივს გვცემდა. რას არ იყიდდა. ხორცს თავისი ხელით გვიწვავდა, თვითონ გვიმზადებდა ყველაფერს. ძალიან უყვარდა სიცოცხლე.
ჩვენც რომ არ ვიყავით, შედიოდა ეკლესიაში და სანთლებს გვინთებდა. ასეთი მეგობრობა იცოდა. ენით აუწერელი, საოცარი კაცი იყო.
ადრე წავიდა…
დილით თუ რეისი იქნება, უნდა გავფრინდეთ, რადგან წესი მიხედვით, მზის ჩასვლამდე უნდა დაკრძალონ.
ძალიან სამწუხაროა უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი🙏😭😪
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული
ღმერთმა ნათელში ამყოფოს გული დამწყდა ძალიან
ნამდვილად კარგი ადამიანი გამოგვაკლდა ყველა ჩვენთაგანს.ღმერთს ებარეოდეს,კაკულის სული
გული დამწყდა ძალიან, ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ