ინფლუენსერმა თი მაჭავარიანმა გადაცემაში ,,ნოესთან“ ყოფილი მეუღლის შესახებ ისაუბრა.
,,პროექტში ყოფნის დროს მხარს მიჭერდა, თაიგულებს მიგზავნიდა, მაგრძნობინებდა, რომ ჩემს გვერდით იყო, მეუბნებოდა, რომ ყველაფერს იზამდა იმისათვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია.
როგორც კი პროექტიდან გამოვედი, პირველივე დღეს მითხრა, რომ მასთან ერთად უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად და 4 დღეში მთხოვა ხელი. და მეც დავთანხმდი.
ეიფორიაში ვიყავი. მეგონა, რომ ასეთი კაცი ჯერ ჩემს გვერდით არასდროს ყოფილა. იმ პერიოდში მართლა ბედნიერი მეგონა თავი, ვიყავი ბედნიერი. ეს ბედნიერება გაგრძელდა 3 თვე.
3 წლის მანძილზე ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ უბრალოდ ვმეგობრობდით“, – ამბობს თი მაჭავარიანი.