ბოლო ჟამის პატრიარქის მამის სიზმარი
უწმინდესის და უნეტარესის, ილია მე მეორის მამას საკმაოდ უცნაური სიზმარი ჰქონდა. ეს მოხდა ილია მეორის ბავშვობაში. მის მამას ესიზმრა მეორედ მოსვლა. მსოფლიო ნადგურდებოდა და ირგვლივ სრული ქაოსი იყო. ილია მეორეს მამასთან ერთად იდგა თავის მშობლიურ სოფელში პატარა მთაზე ხალხის გარემოცვაში. გამოჩნდა მაცხოვარი. იესო ხალხს გამოეყო და პირდაპირ მამა-შვილისკენ გაემართა. ის მივიდა მათთან, ილიას შეხედა და უთხრა, რომ მას უნდა მოექცია ხალხი და სწორედ ის უნდა გაძღოლოდა ხალხს. ამ სიზმრის შემდეგ იმ ადგილას ააგეს პირველი და ერთადერთი მეორედ მოსვლის ნიშა მთელს ქრისტიანულ სამყაროში და ამბობენ, რომ მეორედ მოსვლისას ქრისტიანი
მართლმადიდებელი ქართველები ილია მეორეს წინამძღოლობით სწორედ ამ მთაზე შეიკრიბებიან. ქრისტე სწორედ აქ, საქართველოში, სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) რაიონის სოფელ აჩხოტში მოვა. ამ სიზმრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეორედ მოსვლა ილია მეორეს სიცოცხლეში მოხდება. უწმინდესი და უნეტარესი თავადაც ხშირად იმეორებსხოლმე რომ “ახლოა ჟამი”.
აი თვითონ პატრიარქი ყვება ამ სიზმრის შესახებ.