უნდა გაგაფრთხილოთ: ძალიან საშიშია…”- ლელა კაკულიას საგანგებო მიმართვა 

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება მისი რამდენიმე გამოუქვეყნებელი წინასწარმეტყველება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გთავაზობთ ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც აქამდე არ გამოქვეყნებულა:

2023 წლის 8 აგვისტო

ამწუთას კილიმანჯაროს მთა მოდის ხედვაში… მოკლედ, ბუნება ისე ბობოქრობს, რომ მეორედ მოსვლას ჰგავს.

ვხედავ, ცხოველები საბინადრო ადგილებიდან გარბიან, წყლები დაშრება, მიწა, ზედაპირზე კი არა, სიღრმეში იწვის.

მაგრამ იმას, რაც მსოფლიოში ხდება და მოხდება, ანუ მასშტაბურ კატაკლიზმებს ბუნებასა თუ პოლიტიკაში, საქართველო გადაურჩება.

ადრე ვთქვი და კვლავ ვიმეორებ: საქართველო ამ რთულ პერიოდებში ყველაზე დაცული ქვეყანაა კოსმოსიდან. ბუნება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სუსტ დარტყმებს გვაყენებს.


2012 წლის 8 იანვარს ჩავწერე, რომ წყალდიდობებსაც ვხედავდი, მეწყერებსაც (რაც ახასიათებს ჩვენს ქვეყანას), მცირე მიწისძვრებსაც, მაგრამ არ ვხედავდი და არ ვხედავ ისეთ მასშტაბურ ნგრევებს, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება.

ჩვენი ქვეყანა გადაურჩებ ყველაზე საშინელ დარტყმას — ბუნების რისხვას, იმიტომ, რომ მთელი მისი ტერიტორია ნოეს კიდობანია!

‼️‼️‼️უნდა გაგაფრთხილოთ: ძალიან საშიშია მდინარე დურუჯი. თუ კალაპოტიდან გადმოვიდა, მთელ ყვარელს წაიღებს. ვხედავ, მდინარე ადიდდება, მაგრამ კახელები ჭკვიანურად იქცევიან — სტიქიას გაასწრებენ.

ვხედავ, გასაღები მიჭირავს ხელში და დიდ კარიბჭეს ვკეტავ საქართველოზე, რათა ვერავითარმა ბოროტებამ ვერ გადაუაროს. აბა, გაბედეთ და ნახავთ!.

ვაი თქვენ, შადიმანებო! ვხედავ უზარმაზარ ცვლილებებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს”, – ვკითხულობთ ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *