„პირადად, ჩემი აზრით, გამორიცხულია ეროვნულ ნაკრებში ვინმე პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს, ყოველი შემთხვევისთვის, მე ასე მჯერა და ასე რომ არ ყოფილიყო, მე იქ არ ვიქნებოდი“, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და გერმანული “კარლსრუეს“ ფეხბურთელმა, „ჯეო თიმის“ მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, ნაკრებში ყველაფერი ძალიან ჯანსაღია, მათ შორის კონკურენცია.
„თუ ვინმე არასაფეხბურთო საკითხის გამო მსჯის, მაშინ მე რატომ უნდა ვიყო ამ ნაკრების წევრი? ეგ ხომ აბსურდია, რატომ უყურებთ მაშინ ფეხბურთს? არ უნდა უყურებდეთ, თუ გჯერათ, რომ თამაშები მსგავსად ჩაწყობილია.
ჩემი გადმოსახედიდან თუ საზოგადოების კონკრეტული ნაწილი ფიქრობს, რომ მე დასჯილი ვიყავი ჩემი შეხედულებებისა ან პოლიტიკის გამო, მაშინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღარ უნდა გულშემატკივრობდნენ.
პირიქით, ნაკრებში ყველაფერი ძალიან ჯანსაღია, მათ შორის კონკურენცია. იმ მომენტში მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ გიორგის უნდა ეთამაშა და შედეგიც დავინახეთ, ადამიანი გახდა ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი და “ჩვენ გვიყვარს ბომბარდირი“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე