ლეგენდალური ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პირველად ისტორიაში, საქართველო სპორტზე თხრობის ფორუმს უმასპინძლებს:
“პირველად, საქართველო და ჩვენი რეგიონი სპორტზე თხრობის ფორუმს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას ლეგენდარულ ფეხბურთელებთან და მეგობრებთან, თემურ ქეცბაიასთან, კლარენს ზეედორფთან და პატრიკ კლუივერტთან ერთად, მეც მივიღებ.
მნიშვნელოვანი წამოწყებაა და დარწმუნებული ვარ, მსგავსი ინიციატივები თუ ღონისძიებები სპორტულ მენეჯერებს, მედიაში მომუშავე ადამიანებს და მათ შორის გულშემატკივრებს სხვა კუთხით დაანახებს სპორტში მომხდარ ამბებს.
სხვადასხვა ასაკის და გამოცდილების მქონე სპიკერების ერთად შეკრება და მათთან გასაუბრება დაგვეხმარება, რომ ფეხბურთის გარდა სხვა სპორტის სახეობების შესახებაც უფრო მეტი გავიგოთ, მოვისმინოთ მოედანზე თუ მოედნის მიღმა მომხდარი ამბები, რომელიც ხშირად მაყურებლის და მედიის ყურადღების მიღმა რჩება. 12 და 13 აპრილს, გელოდებით წერეთლის 114-ში, Factory 42-ის ტერიტორიაზე”, – წერს ის.