პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, მარტა ბარამიძე, რომელიც მანამდე საზოგადოებამ „მასტერშეფიდან“ და ასევე, სერიალ „ჩცდ-დან“ გაიცნო, თავისი გულწრფელობით და დრამატული ისტორიებით გამოირჩევა.
მძიმე ბავშვობის შემდეგ, გარდატეხის ასაკში მყოფს, პირველმა სიყვარულმა მძიმე დაღი დაასვა, ტრაგიკულად დაიღუპა ბიჭი, რომელიც შეუყვარდა. რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე წლების წინ მომხდარ ისტორიას „პრაიმტაიმთან“ ასე იხსენებს:
ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულია. 13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შემიყვარდა და სამწუხაროდ, ის ადამიანი თავისი კურსელის ქორწილში, ჩხუბისა და გარჩევის დროს მოკლეს… 18 წლის იყო… ეს ამბავი ბათუმში მოხდა. ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, მაგ დროს, როცა პირველად გიყვარდება, ერთი კვირაც რომ გრძელდებოდეს, იმხელა აღმაფრენაა და იმდენად ძლიერია, არ აქვს ხანგრძლივობას მნიშვნელობა.
მქონდა ძალიან დიდი გულისწყვეტა, დიდი ტკივილი. ახლაც, როცა მახსენდება, მტკივა… თუმცა, დავისახე მიზანი, რომ არასდროს გამიცრუვდეს იმედი და სიყვარულის ისევ დავიჯერო. დღესაც, ყველაზე მეტად რისიც მჯერა, ესაა სიყვარული. არა მხოლოდ ქალვაჟური, არამედ სამყაროს მხრიდანაც მჯერა სიყვარულის. მგონია, რომ სამყაროს თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად უყვარს“ – გვიამბო მარტა ბარამიძემ.