სამი წლით ადრე, სანამ სამას მეტრიანი ასტეროიდი აპოფიზი დედამიწას მიახლოვდება, ასტრონომები იკვლევენ რა ზიანი შეუძლია მოუტანოს მან ჩვენს პლანეტას.
ეს ციური სხეული 2004 წლს აღმოაჩინეს , ის ეგვიპტური ღვთაების, წყვდიადისა და ქაოსის განმასახიერებელი აპოპის სახელს ატარებს.
იმის შესაძლებლობა, რომ ასტეროიდი დედამიწაზე ჩამოვარდება დაახლოებით 1/45 000-ზეა, ანუ 45 000-დან ერთი შანსი, თითქოს წვრილმანია, მაგრამ მაინც ძალიან უსიამოვნო. ბოლო დროს ჩვენ დაუღალავად გვაშინებენ ასტეროიდებით. იმით, თუ რა შეიძლება დაემართოს დედამიწას და როგორ ვებრძოლოთ მათ, ფილმების დემონსტრირებით, კომპიუტერული მოდელირებებითა და სხვა.
ყველაფერ ამას მაიას კალენდრის დიდი ციკლის დასასრულიც დაემთხვა… ნამდვილად გვემუქრება კატასტროფა თუ არა?
მეცნიერები აცხადებენ, რომ ამის ალბათობა არსებობს. დედამიწიდან არც თუ ისე შორს მოძრაობს ასტეროიდი აპოფიზი. 2029 წელს ასტეროიდი დაბრუნდება და დედამიწას მოუახლოვდება მანძილზე, რომელზეც ჩვენი ხელოვნური თანამგზავრები მოძრაობენ, დაახლოებით 35 ათასი კილომეტრი ზღვის დონიდან. თუმცა ეს მოახლოებაც შეჯახების გარეშე დამთავრდება და ასტეროიდი თავის გზას გააგრძელებს.
აი 2036 წლისთვის კი იმ მცირე შანსის დრო დადგება, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი. თუ ეს მოხდება, შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ენერგია ასობით ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნება, აფეთქებისთვის დამახასიათებელი თანმხლები მოვლენებით: ნგრევა, ცუნამი, ვულკანური ამოფრქვევები, ხანძრები…