„ბოლო მონაცემებით, ნიგერიის ცენტრალურ პლატოს შტატში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 მოსწავლე დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა“, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სკოლა, სადაც 1000 მოსწავლე სწავლობდა, პარასკევს დილას ჩამოინგრა და მოსწავლეები ამ დროს კლასში იმყოფებოდნენ. მოხალისეებმა გამოიყენეს ექსკავატორები, ჩაქუჩები და შიშველი ხელები ნანგრევებიდან მათ გამოსაყვანად.
რამ გამოიწვია სკოლის შენობის ნგრევა, ამ დრომდე უცნობია, თუმცა ადგილობრივების თქმით, შემთხვევას წინ 3-დღიანი ძლიერი წვიმები უძღოდა.