ძლიერ მიწისძვრას ტაივანში მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დადასტურდა სულ მცირე 9 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, მაშველები ეძებენ 50 ადამიანს, რომლებიც მიწისძვრის დროს ეროვნული პარკისკენ მიემართებოდნენ.
ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში.